+995 599 958101

Arrow Club

Arrow Club – ჩვენ ვასწავლით 2010 წლიდან.

ვასწავლით პროფესიონალი პედაგოგები თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით, რაც ხელს უწყობს ენის მარტივად და სასიამოვნოდ ათვისებას.  

ენის სწავლება მოიცავს ხუთ ძირითად ასპექტს: წერას, კითხვას, მოსმენას, საუბარს და გრამატიკას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საუბარს და ახალი ლექსიკის გამოყენებას. 

Arrow Club-ში ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია ენის შესწავლა და ცოდნის გაუმჯობესება. ისწავლით მარტივად და სახალისოდ თქვენთვის წინასწარ შერჩუელ საინტერესო ჯგუფში. თუ თქვენ უკვე ფლობთ ენას გარკვეულ დონეზე, შეგიძლიათ  გაიუმჯობესოთ თქვენი ცოდნა, რათა უფრო თავისუფლად შეძლოთ უცხო ენაზე კომუნიკაცია. ჩვენთან ყველა მსმენელი აქტიურად ჩართულია სასწავლო პროცესში. 

ინგლისურ ენაზე გამართულად საუბარი ყოველთვის დაგეხმარებათ თქვენი კარიერის დაგეგმვისას დანებისმიერ სფეროში სწავლასა თუ მუშაობაში!

საზღვარგარეთის პროგრამები გათვლილია არა მხოლოდ ენის ბუნებრივ გარემოში შესწავლაზე, არამედ ქვეყნის კულტურის თუ ადათ-წესების გაცნობაზე. 

გვაქვს საზაფხულო და ზამთრის სკოლები, რომლებიც დატვირთულია გასართობი და შემეცნებითი პროგრამებით. ქალაქგარეთ ჩატარებული სემინარები, ლაშქრობები და შეჯიბრებები დაუვიწყარ მოგონებებს ტოვებს როგორც პატარებში, ასევე მოზარდებში. 

ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა პროფესიონალებისთვის! თუ თქვენ გიყვართ და შეგიძლიათ  სწავლება; ფიქრობთ, რომ ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი, მზად ხართ თქვენი ცოდნა გაუზიაროთ სხვებს - გამოაგზავნეთ თქვენი CV ჩვენთან. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ და მეგობრულ გარემოს; პროფესიული განვითარების და წინსვლის პერსპექტივას!