+995 599 958101

i SPEAK - სასაუბრო ინგლისური ენის პროგრამა

i SPEAK - განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მოკლე დროში შეისწავლოს სასაუბრო ინგლისური. პროგრამა შედგება თემატური გაკვეთილებისგან, რაც დაგეხმარებათ კომუნიკაციის თავისუფლად დამყარებაში.

ძირითადი აქცენტი კეთდება ზეპირმეტყველებაზე, სწორ გამოთქმაზე, მოსმენაზე, ლექსიკაზე და გრამატიკის საფუძვლებზე.  

სასწავლო პროცესი აგებულია როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ აქტივობებზე. ინტერაქტიული გაკვეთილები მოიაზრებს თითოეული მსმენელის მაქსიმალურ ჩართულობას (80%); სხვადასხვა თემებზე საუბარს, საკუთარი აზრის გამოთქმას, კითხვის გამართულად დასმას.

პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელი თავისუფლად შეძლებს პრეზენტაციების, დისკუსიების და დებატების ინგლისურ ენაზე წარმართვას.

თემები:

  • ყოველდღიური სასაუბრო თემატიკა
  • ოფიციალური კომინიკაცია
  • დიალოგების წარმოება, დისკუსია
  • პრეზენტაციების ჩატარება

პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელს გადაეცემა Arrow Club სერტიფიკატი

სტუდენტების რაოდენობა ჯგუფში: 6 – 8
პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე (64 საათი)
სწავლის საფასური: 600 ლარი  

პროგრამის ასარჩევად გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა