+995 599 958101

სააბიტურიენტო პროგრამა

სააბიტურიენტო პროგრამა განკუთვნილია 11-12 კლასის მოსწავლეთათვის. სასწავლო გეგმა მოიცავს 4 საგამოცდო ასპექტს - წერას, კითხვას, მოსმენას და გრამატიკას.

წერის ასპექტი ორიენტირებულია თემის (essay) და არაოფიციალური წერილის (informal letter) შესწავლაზე.

კითხვის ასპექტი მოიცავს მოცულობითი ტექსტების სპეციფიურ დამუშავებას (scanning and skimming) და ლექსიკის გამდიდრებას.

მოსმენა აგებულია აუდიო მასალების სისტემატიურ გამოყენებაზე, რაც ეხმარება რთული დიალოგების აღქმასა და შესაბამისი სავარჯიშოების სწორად შევსებაში.

გრამატიკა მოიაზრებს ენის საფუძვლიან შესწავლას და ყველა საგამოცდო საკითხის სრულყოფილად დამუშავებას.

სწავლის პერიოდში ტარდება შუალედური წერები და იმიტირებული გამოცდები.

სასწავლო პროცესს წარუძღვებიან მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ლექტორები.

Arrow Club-ს აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე მიღებული უმაღლესი ქულებით ხვდებიან საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში.


სააბიტურიენტო პროგრამის ხანგრძლივობა 10 თვე (თვეში 16 საათი).

საფასური 3000 ლარი (ეტაპობრივი გადახდა)

პროგრამის ასარჩევად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა