+995 579494848

საზაფხულო პროგრამები დიდ ბრიტანეთში

 

ინგლისური ენის შემსწავლელი საუკეთესო პროგრამები დიდ ბრიტანეთში ყველაზე კონკურენტულ ფასად. 

ბრაიტონის სკოლა განკუთვნილია ყველა ასაკის და დონის მსმენელისთვის. ინტერაქციული გაკვეთილები, სასიამოვნო გარემო და საუკეთესო მასწავლებლები უზრუნველყოფენ სწავლების მაღალ დონეს და მაქსიმალურ შედეგს მოკლე დროში. მთავარი აქცენტი კეთდება ზეპირმეტყველებაზე და ინგლისური ენის ბუნებრივ გარემოში გამოყენებაზე. გაიმდიდრებთ ლექსიკას და ისაუბრებთ თავისუფლად.

კურსის დასტულებისას მიიღებთ საერთაშორისო სერტიფიკატს.

სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, საუკეთესო საკლასო ოთახებით და სპორტული დარბაზებით. დღის მეორე ნახევარი დატვირთულია შემეცნებითი და გასართობი პროგრამებით: ექსკურსიები, ფილმები და დისკუსიები ინგლისურ ენაზე, დებატები, ცეკვის გაკვეთილები, სპორტული თამაშები, ბარბექიუს საღამოები, ქვიზები და ასაკობრივი დისკოტეკები. ყველაფერი ეს დაუვიწყარს გახდის თქვენს ვიზიტს დიდ ბრიტანეთში!

საცხოვრებელი - სტუდენტები ჩერდებიან სკოლის მიერ წინასწარ შერჩეულ ბრიტანულ ოჯახებში. ეს გარემო კიდევ უფრო უწყობს ხელს ინგლისური ენის პრაქტიკას. სახლები მდებარეობს 5-10 წუთის სავალ მანძილზე სკოლიდან. 

გთავაზობთ შემდეგ სასწავლო პროგრამებს:

  • Young Learners 12-დან 18 წლამდე /ორი კვირა/ - 2700 ფუნტის ეკვივალენტი ლარში
  • Young Learners 12-დან 18 წლამდე /ოთხი კვირა/ - 3500 ფუნტის ეკვივალენტი ლარში
  • Adults დიდები 18 წლიდან /ორი კვირა/ - 2700 ფუნტის ეკვივალენტი ლარში
  • Adults დიდები 18 წლიდან /ოთხი კვირა/ - 3500 ფუნტის ეკვივალენტი ლარში

საფასური მოიცავს: 

  • სწავლებას - ინგლისური ენის გაკვეთილებს ყოველ დღე
  • სასწავლო მასალას
  • საღამოს აქტივობებს
  • ექსკურსიებს 
  • საცხოვრებელს
  • სამჯერად კვებას
  • საერთაშორისო სერტიფიკატს
  • ტრანსფერს
  • სავიზო მოსაკრებელს
  • დაზღვევას

საფასურში არ შედის ავიაბილეთის ღირებულება. 

ჯგუფს მიყვება ორი მასწავლებელი. 

პროგრამის ასარჩევად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით  

თეა ხინჩაგაშვილი 579 494848 

t.khinchagashvili@gmail.com